saqarTvelos mwvervalebi - vaxuStis mwvervali

 

ვახუშტის მწვერვალი - ალპური ტიპის მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4000 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. მწვერვალი დაფარულია მარადი თოვლით, კალთები ალპური მდელოებით. პირველი ასვლა მოეწყო 1933 წელს ალპინისტ ა. გვალიას ხელმძღვანელობით და ვახუშტის ბაგრატიონის მწვერვალი უწოდეს.